22:20
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ არ გვირჩევენ ექიმები ახალშობილების მჭიდროდ შეხვევას?
13-08-2018

მიჩნეულია, რომ სახვევებში შეხვევა ბავშვს ამშვიდებს, თუმცა ბრიტანელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს პრაქტიკა მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებას იწვევს. მეანთა სამეფო კოლეჯიც არ იძლევა ბავშვის მჭიდროდ შეხვევის რეკომენდაციას. მჭიდროდ  შეხვეულ ბავშვს ფეხები გაჭიმული აქვს და მოძრაობა არ შეუძლია, რაც სახსრებისთვის არასასურველია.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ნორმალური განვითარებისთვის ბავშვს ფეხების მოხრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ასევე დიდია გადახურების რისკიც. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ არასწორი მოვლის შედეგად, შეიძლება დისპლაზია განვითარდეს. დისპლაზია-სახსრის არასწორი განვითარებით გამოწვეული მდგომარეობაა. ის იწვევს ბარძაყის თავის ქვეამოვარდნილობას ან ამოვარდნილობას.

რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია პროგნოზი. ძირითად მეთოდს წარმოადგენს განზიდულ და მოხრილ მდგომარეობაში ფეხების დამჭერი ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული შარვალი, ბალიშები, უზანგი, არტაშანი. ასევე ნაჩვენებია ვარჯიში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ამოვარდნილობის ჩასწორება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები