ბრილიანტის მწვანეს, როგორც ანტისეპტიკურ ხსნარს დიდი გამოყენება აქვს ე.წ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ჭრილობების დამუშავების გარდა ჩვენში მას მწერთა ნაკბენების დასამუშავებლად და კანის დაზიანებათა სამკურნალოდ იყენებენ.
ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ბრილიანტის მწვანე ჩვეულებრივ დაშვებულია, თუმცა მას იქ არავინ იყენებს. რუსი ექიმები ამის მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს,რომ დღემდე არ ჩატარებულა კვლევები და შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, აქვს თუ არა ამ ანტისეპტიკურ ხსნარს კანცეროგენული თვისებები.