მოსახლეობის უმეტესობა ძალიან სწრაფად ჭამს, შეიძლება ითქვას 5 წუთში სრულად ამთავრებს ტრაპეზს. ამის მიზეზად ხშირად დროის დეფიციტსა და მუდმივად გადარბენას ასახელებენ, ზოგი სწრაფად ჭამას გაძლიერებულ შიმშილის გრძნობასაც აბრალებს, ბუნებრივია, ასეთი გრძნობის დასაოკებლად სწრაფად ჭამა უწევს ადამიანს.სწრაფად ჭამა მავნებელია - ერთბაშად მიღებული საკვები სათანადოდ ვერ მოინელება, ვერ გადამუშავდება, ადამიანი დანაყრებას ვერ შეიგრძნობს და უფრო მეტ საკვებს მიირთმევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ზომაზე მეტ კალორიას იღებს.გახსოვდეთ, რაც უფრო ნელა მიირთმევს ადამიანი საკვებს, მით უფრო მეტად ნაყრდება ის და მით მეტად არის დაცული გადაძღომისგან. დანაყრების შეგრძნება ნელ-ნელა ვითარდება, შესაბამისად, ნელ-ნელა ჭამას თავისი დადებითი მხარე აქვს.საკვების მიღების შენელებისათვის დიეტოლოგები გვირჩევენ, დიდ თეფშზე მოვათავსოთ სხვადასხვა კერძი, მაგალითად, ორი სხვადასხვა გარნირი, ბოსტნეულის სალათი დამარცვლეული. ასეთი კვების დროს ყოველი ლუკმის პირში ჩადებისას ადამიანი ახალ გემოს შეიგრძნობს და ინსტინქტურად ჭამის პროცესიც ნელდება, ნელი ჭამის დროს მეტ სიამოვნებას იღებს და უკეთესადაც ნაყრდება, საკვებსაც უკეთ ინელებს ორგანიზმი და ყველაფერი საუკეთესოდ ერგება!