08:40
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ არ უნდა ჩააცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები? - საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის, ვინც ბევრი არ იცის ჩვილის მოვლასა და შეგრძნებებზე
25-05-2019

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ახალშობილი ვერ ხედავს, არც ესმის და სამყაროს ვერ აღიქვამს, ძალიან ცდებით. მისი გრძნობათა ორგანოები ფუნქციონირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს. თუ გსურთ, ახალშობილმა კარგად დაგინახოთ და აღგიქვათ, მას 25 სმ-ზე უნდა მიუახლოვდეთ. სწორედ ეს მანძილია თქვენსა და თქვენი შვილის თვალებს შორის, როცა მას ძუძუს აწოვებთ.

ძლიერი ხმაურისას თქვენი პატარა კრთება. მას თქვენი ხმაც ახსოვს, გულისცემაც იმ 9 თვის მანძილზე, რაც თქვენს წიაღში გაატარა. და თუ თქვენ ამ ხნის მანძილზე ესაუბრებოდით, ეალერსებოდით, თქვენს ხმასაც ცნობს და მისი გაგონება ამშვიდებს. აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს დაბადებისთანავე, არ აქვს მნიშვნელობა ზღაპარს მოუყვებით, უმღერებთ თუ უბრალოდ, დღის ამბებს უამბობთ, მის სმენას ეს აუცილებლად განავითარებს.

ჩვილის გემოვნების რეცეპტორები ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. სანაყოფე წყლის ჩაყლაპვისას ნაყოფი გემოებს ასხვავებს. მას მომდევნო ცხოვრების მანძილზე ის საკვები უფრო მოსწონს, რასაცმისი დედიკო ორსულობის დროს მიირთმევდა. ამას უამრავი კვლევა ადასტურებს!

თუ ახალშობილს მოულოდნელად ხელოვნურ საკვებს მისცემთ ძუძუს ნაცვლად, ის აუცილებლად გააპროტესტებს - მისთვის საუკეთესო გემო სწორედ დედის რძის გემოა!

პატარასთვის მშობლიური და საყვარელი თქვენი სხეულის და რძის სუნია. ამიტომ გაჭირვეულებული ბავშვის დამშვიდების მცდელობა არავის გამოსდის ისე კარგად, როგორც დედიკოს. სხეულთან შეხებაც საკმარისია ხშირად! ახალშობილმა თქვენი სუნიც კი იცის!

შეხების გრძნობა ახალშობილს ყველაზე განვითარებული აქვს და სწორედ ტაქტილური რეცეპტორებით ცდილობს, უკეთ შეიცნოს საყარო. მისი ხელისგულები ადვილად პოულობენ სიახლეს ირგვლივ. ამიტომ არასოდეს ჩააცვათ შინ პაწაწინა ხელთათმანები გასათბობად, მიეცით საშუალება უფრო აქტიურად შეიმეცნონ სამყარო შეხებით. დააჭერით ფრჩხილები, რომ არ დაიკაწრონ სახე. ხელთათმანები კი მხოლოდ გარეთ გასვლისას გამოიყენეთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები