ტკბილ გაზიან სასმელებში, რაც არ უნდა ნატურალური კომპონენტებით დამზადებული იყოს, სასარგებლოს ვერაფერს იპოვით, მითუმეტეს, რომ მას ხშირად ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ინგრედიენტებისგან ამზადებენ. არის თუ არა სხვაობა ლიმონათებსა და სხვადასხვა ტკბილ გაზიან სასმელს შორის, რომელია უკეთესი და რა შეიძლება გამოიწვიოს მათმა რეგულარულმა მიღებამ, ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც გაჩვენემთ რა ხდება ორგანიზმში მაშინ, როცა გაზიან სასმელებს მენთოლიან კანფეტებს დააყოლებთ. დღეიდან უკვე გეცოდინებათ რასთან ერთად და რატომ არ უნდა დალიოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ტკბილი გაზიანი სასმელი არავითარ შემთხვევაში.