ჯანსაღი კვება, ადამიანის ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი წინაპირობაა. ხარისხიანი საკვები უზრუნველყოფს ორგანიზმის ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ცხიმებით და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებით მომარაგებას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს. ჯანსაღი საკვები იმითაც არის კარგი, რომ მასში არ არის მავნე ნივთიერებები, რომელიც აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს და ხელს უწყობს დაავადებების განვითარებას. კვებაზე მოთხოვნილება ადამიანს დაბადებისთანავე აქვს, პირველი, რასაც ახალშობილი დაბადების პირველივე წუთებზე ითხოვს ძუძუს წოვაა. გარდა იმისა, რომ პატარებს დედის რძე განსაკუთრებულად მოსწონთ, ის ითვლება უალტერნატივო პროდუქტად, რომლის ზუსტი ანალოგის შექმნაც, დღემდე ვერ მოახერხეს მეცნიერებმა.