პატარებისთვის გამორჩეულად კარგ საჩუქრად დღესდღეობით მიიჩნევა ფაზლი, რომლიც ბავშვის გართობისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. თანაც, მაგიდის თამაშები მშობელსაც აძლევს საშუალებას, ჩაერთოს პროცესში და ბავშვთან ერთად გაატაროს დრო. ფაზლი ასაწყობი, თავსატეხი თამაშია, რომელშიც აუცილებელია ნახატის ბევრი სხვადასხვა ფორმის ფრაგმენტიდან ერთი საერთო მოზაიკის აწყობა.ფსიქოლოგების აზრით, მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და დადებით გავლენას ახდენს, თანაც, არა მხოლოდ პატარებზე, არამედ უფროსებზეც. ბავშვების შემთხვევაში, ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას - ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე განავითარებს წვრილმან მოტორიკას.აუცილებელია, სანამ აარჩევთ ფაზლს ბავშვისთვის ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სათამაშოს, გაერკვეთ, რა ასაკზეა ის გათვლილი და რამდენად სრულყოფილი და ხარისხიანი ნაწარმია.
უმცროსი ასაკისთვის შედარებით მცირე რაოდენობის ნაწილებისგან შედგენილი და არც ისე დატვირთული ნახატი უნდა აარჩიოთ, უფროსი ასაკისთვის კი შედარებით რთული და ბევრი დეტალისგან შემგარი ფაზლი აჯობებს. მნიშვნელოვანია ფაზლების ხარისხიც. მსოფლიოში არსებობს აღიარებული სტანდარტი, რომელსაც მხოლოდ მწარმოებელთა მცირე რაოდენობა აკმაყოფილებს.