ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად, 45 წელზე ადრე დაეწყოთ. მაშინაც კი, თუ ღამის ცვლაში მუშაობა მხოლოდ ზოგჯერ უხდება ქალს, რისკი 9%-ით იზრდება.ადრეულმა მენოპაუზამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი. მეცნიერები 22 წელი აკვირდეოდენენ ღამის ცვლაში მომუშავე 80 000 ექთანს. ადრეული მეონოპაუზის რისკი ღამით მომუშავეებში გამოვლინდა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ღამის ცვლის გამო ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონ მელატონინის კონცენტრაციის დაქვეითება, ის ძილიანობის გრძნობაზეა პასუხისმგებელი და მნიშვნელოვანია საკვერცხეების ფუნქციონირებისათვის. ასევე სტრესი, დაღლილობა, რაც ღამით მუშაობასთანაა დაკავშირებული, ცვლის ჰორმონულ ფონს - იცვლება ესტროგენების მაჩვენებელი. ამ მიზეზით, როგორც კვლევებმა აჩვენა, ღამის ცვლაში მომუშავე ქალებში იზრდება ძუძუს კიბოსა და ენდომეტრიოზის რისკი.