ახლა, როდესაც სამედიცინო ნიღაბი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ატრიბუტად იქცა ძალიან მნიშვნელოვანია ის სწორად მოვიხმაროთ რათა მისგან მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ნიღბის ეფექტი კი ადამიანის სასუნთქი გზების დაცვაა. არასწორად გაკეთებული ნიღაბი უკეთეს შემთხვევაში არ გვიცავს და უარეს შემთხვევაში დაცვის მაგივრად ზიანს გვაყენებს.
ყველაფერი ძალიან მარტივად არის. სამედიცინო ნიღაბს აქვს ორი მხარე – ერთი თეთრი და მეორე ცისფერი. თუ ადამიანი ავად არის და არ უნდა სხვასაც შეუქმნას საფრთხე, მაშინ ნიღაბი თეთრი პირით თავისკენ უნდა გაიკეთოს, ხოლო თუ მიკრობებისგან თავის დაცვა სურს, მაშინ ღია ფერი, ანუ თეთრი გარეთ უნდა მოაქციოს. საქმე ის არის, რომ თეთრი მხარე ჰაერის ფილტრია, მუქი კი ზედაპირი, რომელიც დამუშავებულია ანტიბაქტერიული ხსნარით. ალბათ გაინტერესებთ ისიც, თუ რამდენი ხანი შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო ნიღაბი.
აფთიაქში შეძენილი ერთჯერადი ნიღაბი 2 საათი ნამდვილად ერთგულად მოგემსახურებათ. ამის შემდეგ ის გამოუსადეგარია და უნდა გადააგდოთ. რაც შეეხება მრავალჯერად ნიღაბს, რომლიც თავად გაქვთ შეკერილი , მისი მოხმარების ხანგრძლივობა მასზე არსებულ ფენებზეა დამოკიდებული. საშუალოდ ერთი ფენა დაახლოებით ერთ საათს უდრის.მრავალჯერადი ნიღაბი ყოველი მოხმარების შემდეგ საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. საინტერესოა, მართლა გვიცავს კი ნიღაბი და ვინ უნდა ატაროს იგი. ალბათ, ნიღაბი მაინც უკეთესია, ვიდრე არაფერი. ვირუსების დროს შესაძლებელია მოიხმარონ როგორც ავადმყოფებმა, ისე კარგად მყოფმა პირებმა. არ ღირს ნიღბის ქუჩაში გაკეთება, ის შენობაში შესვლის ან ტრანსპორტში ასვლის დროს უნდა გაიკეთოთ.