03:42
5 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რატომ გვინდება მარილიანი საკვები
03-12-2019

მარილიანი საკვების მოთხოვნილების მიზეზი შესაძლოა ორგანიზმის გაუწყლოება იყოს. საკმარისი რაოდენობით სითხის არმიღების ან მისი დაკარგვის შემთხვევაში, ორგანიზმი ყველანაირად შეეცდება წყლის მომარაგებას. ყველაზე მარტივად ამის გაკეთება მარილის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც როგორც ცნობილია სითხეს აკავებს. ამდენად ვიდრე მარილიანს შეჭამდეთ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

გახსოვდეთ,ოფლის გამოყოფისას, მარილის რაოდენობა ორგანიზმში მცირდება და ნორმაზე დაბალი ხდება. განსაკუთრებით ხშირად ნატრიუმის დეფიციტი აღინიშნება ნესტიან გარემოში 1 საათით და მეტი ვარჯიშისას.


სტრესული გადატვირთვის მდგომარეობას სხეული პასუხობს არა მარტო ემოციურად და კოგნიტიურად, არამედ ფიზიკურადაც. ერთ-ერთი მათგანი მარილიანი საკვებისაკენ ლტოლვაცაა. დალიეთ ცხელი ჩაი.

ისევე როგორც გემოს სხვა გამაძლიერებლები, მარილიც ახშობს საკვების ბუნებრივ გემოს. მარილი უარყოფითად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე. ამდენად, მინიმუმამდე დაიყვანეთ მისი მოხმარება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები