ქალების 70-80% ბავშვებს მარცხენა მხარეს იჭერს, რისი მიზეზიც სპეციალისტებისთვის ცნობილი არ იყო. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს დადებითად მოქმედებს დედასა და ბავშვს შორის ურთიერთკავშირზე. ასე იქცევა ცხოველების დიდი ნაწილიც. მეცნიერები დააკვირდნენ 10 სახეობის ცხოველს. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ, რომ მათი ნაშიერი მარცხნივ ყოფილიყო. მკვლევარების აზრით, ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობს ბავშვის რეაქციებზე, მაგალითად სიცილზე ან ტირილზე, ქცევაზე ინფორმაციის მოხვედრას მარჯვენა ნახევარსფეროში, რომელიც ემოციის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამის გამო დედასა და ბავშვს შორის ფორმირდება მჭიდრო კავშირი.სხეულის მარცხენა ნახევრის კუნთები კონტროლდება მარჯვენა ნახევარსფეროთი. როგორც ცნობილია, ნახევარსფეროები სხვადასხვა ფუნქციებზეა პასუხისმგებელი. ასე მაგალითად, მარცხენა ნახევარსფერო მჭიდროდაა დაკავშირებული მეტყველებასთან, სმენითი ინფორმაციის დამუშავებასთან, ხოლო მარჯვენა ადამიანების ამოცნობასთან, სივრცეში ორიენტაციასთან, მუსიკის აღქმასა და ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებასთან. ამიტომ მარჯვენა ნახევარსფერო უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის მოვლის პროცესში.