წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძროხის რძის სუფთად მიცემა არ შეიძლება, რადგან ძროხის რძეში ცილა 3-ჯერ მეტია, ვიდრე დედის რძეში და 2-ჯერ მეტი, ვიდრე ხელოვნურ საკვებ ნარევებში, ხოლო კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს 3-ჯერ მეტი ოდენობით შეიცავს. ზედმეტი ცილები და მინერალური ნივთიერებები ჩვილი ორგანიზმისთვის მძიმე ბალასტია, რომლის გამოც მოუმწიფებელ თირკმელებსა და გამომყოფ სისტემას 2-3-ჯერ მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა.
ასევე არსებობს ალერგიის განვითარების დიდი ალბათობა. ამერიკელმა ალერგოლოგებმა დაადგინეს, რომ იმ ჩვილებიდან, რომელთაც პირველ 3 თვეს ძროხის რძით კვებავდნენ, ყოველ მეოთხეს შემდგომში რძისა და მისი ნაწარმის მიმართ ალერგია განუვითარდა. ძროხის რძის კიდევ ერთი ნაკლი არის ის, რომ მასში ძალიან ცოტაა რკინა, ამან კი შესაძლოა რკინადეფიციტურ ანემიამდე მიგვიყვანოს.