ავსტრისს დედაქალაქი ვენა, მხოლოდ ევროპის კი არა მთელი მსოფლიოს უძველესი ქალაქია. თეთრი ქალაქის არსებობის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 4000 წლის წინა პერიოდიდან არსებობს როდესაც დუნაის ნაპირებზე პირველი დასახლებები გაჩნდა, სწორედ ამ ადგილას მდებარებოდა ჩვენი წელთააღიცხის პირველ მეხუთე საუკუნეში რომაული დასახლება ლინდოპო. ახლა აქ ვენის ცენტრია. რომაული ეპოქის ნანგრევები კი ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება.ვენის ყოველმა კუთხე კუნჭულმა ძალიან ბევრი ნახა და გადაიტანა, ვენის მისადგომებთან იბრძოდნენ რომის ლეგიონები და მსოფლიოსთვის ზარის დამცემი თურქ ოსმანური ჯარები,აქ ვენის მახლობლად შეაჩერეს მონღოლთა ურდოები. მეორე მსოფლიო ომის დროსკი საავიაციო შეტაკების დროს დაინგრა და ფერფლად იქცა ვენის მრავალი მყუდრო ქუჩა და ისტორიული ძეგლი. ჩვენი თანამედროვეობისთვის ვენა ვალსების, გალერეების, მუზეუმების, მშვენიერი პარკების ქვეყანაა, ის არის ევროპის ერთ ერთი ყველაზე მრავალეროვანი ქალაქი და ბევრი ისეთი შტრიხი მოიტანა ჩვენამდის რომელიც მხოლოდ დიდი სახელემწიფოს დედაქალაქს შეიძლება ქონდეს. მონუმენტური ტაძრები, სამეფო გვარის მდიდრული რეზიდენციები, თეატრები, საოპერო დარბაზები, ფართო პროსპექტები და მოედნები. ვენა სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საინტერესო და მშვენიერ ქალაქად.