თითოეული ადამიანი იმ 7 მილიარდიდან, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობს ცდილობს თავისებურად დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში და მიიქციოს ყურადღება, იყოს გამორჩეული მაგალითად ჩაცმულობით, ქცევით, საქმიანობით, ცხოვრების წესით. თუმცა ხშირად, გამორჩეულებს უმრავლესობა არც თუ ისე იწონებს. აი, თუნდაც ავიღოთ ცაციები, დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 10% როგორც უმცირესობა დღემდე გაკვირვებისა საგანია. და მაინც, თითქოს და უჩვეულოა ადამიანი რომელიც მარცენა ხელით ხატავს.როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს ცაციების რაოდენობა ქვის ხანაიდან მოყოლებული 50% დან დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 10% მდეა შემცირებული. ცაციობა როგორც წესი ყალიბდება ბავშვის მუცლად ყოფნისას. სამი თვის ჩვილმა უკვე იცის რომელი ხელია მისთვის უპირატესი. ანუ ეს მთლად შეძენილი მოვლენა არ არის და საქმე გენეტიკას ეხება. კვლევების თანახმად თუ მშობლებს შორის ერთ-ერთი ცაციაა კიდევ ერთი მემარცხენის დაბადების ალბათობა დაახლოებით 15%-ია, თუ დედაც და მამაც ცაციები არიან, ალბათობა 25 %მდე იზრდება, მაგრამ ხდება ისეც, რომ მემარჯვენე მშობლებთან 10%ია იმის შანსი რომ ბავშვი ცაცია იყოს. ამასთან არსებობს კვლევები, რომლის თანახმად ტყუპებს შორის ერთ-ერთის ცაციობა თითქმის 25%.
მარცხენა ხელით წერის უნარის მარჯვენაზე გადაწყობა დღემდე გვხვდება სახლებსა და სკოლებში. პირველი რეაქცია მშობლებთან ბავშვის ცაციობის შესახებ ნეგატიურია და ნერვიულობის საბაბიც შეიძლება გახდეს.თუმცა მათ გასამხნევებლად უნდა ვთქვათ, რომ ცაციები მარჯვენა ხელს უფრო ხშირად იყენებენ ვიდრე მემარჯვენეები მარცხენას და თუ ცაციას დასჭირდება მარჯვენა ხელით წერის სწავლა, ამას უფრო სწრაფად და უკეთესად გააკეთებს ვიდრე მემარჯვენე აითვისებს მარცხენა ხელით წერას. ისინი განსაკუთრებულად ფასდებიან ბოქსში, ფარიკაობასა და ცურვაში.სინამდვილეში საქმე ბევრად უფრო რთულად არის, რადგან შესაძლოა ადამიანი ცაცია იყოს მარცხენა ხელით, მაგრამ მისი დანარჩენი ორგანოები, კერძოდ: თვალი, ყური და ფეხი - მარჯვენა მხრით დომინირებდნენ, აგრეთვე ხელით მემარჯვენეს წამყვანი მხარე მარცხენა ჰქონდეს, გვხვდება აბსოლუტური მემარჯვენე და მემარცხენეებიც და არის ასეთი მოვლენა „ამბიდექსტრია“ ფენონმენი, როდესაც ორივე მხარის ერთნაირად გამოყენებას ახერხებს ადამიანი და ასეთები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1%, აბსოლუტური მემარჯვენეები კი დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 42%.უფრო მეცნიერულად თუ მივუდგებით აღმოვაენთ, რომ რადგან ჩვენი ორგანიზმი სიმეტრიულია და წყვილი ორგანოები ინაწილებენ ფუნქციებს, ჩვენი სხეული მავარი მართვის პულტიც - ტვინი ასევე ორ ნაწილად არის გაყოფილი. მარჯვენა ნახევარსფერო პასუხს აგებს მარცხენა მხარეზე და მარცხენა ნახევარსფერო მარჯვენა მხარეს მართავს. შესაძლოა კაცობრიობის დიდი ნაწილის მემარჯვენეობა, თავის ტვინის მარცხენა ნახევრასფეროში მეტყველების ცენტრის განვითარების შედეგია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს გენი PCSK6 (პისიესკა ექვსი) რომელიც შესაძლოა მოქმედებს იმაზე, თუ რომელი მხარე იქნება ადამიანისთვის წამყვანი. თაგვებზე ჩატარებული ცდების შედეგად ამ გენის განადგურებამ თაგვებში ანომალია გამოიწვია რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მაგალითად გული მარჯვენა მხარეს უვითარდებოდათ და თირკმელი მარცხნივ. თუმცა ამ გენის არსებობას საერთოდ უარყოფენ ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები. ამ ყველაფერის დადგენა უადვილესი ტესტებით შეიძლება:
1. გადააჯვარედინეთ ხელები და დააკვირდით რომელი ხელი გაქვთ ზევიდან? ზუსტად იგივე მოქმედება შეგიძლიათ შეასრულოთ ფეხით.2. შეკარით თითები და აქაც ყურადღება მიაქციეთ, რომელი ხელის დიდი თითია ზემოდან? 3. აკრიფეთ ტელეფონზე ნომერი და როდესაც მიიდებთ ყურზე დააკვირდით რომელი მხარეა?შესაძლოა ამ უმარტივესი ტესტის გავლის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ არც ისეთი მემარჯვენე ყოფილხართ, როგორიც მანამდე გეგონათ. ამიტომ, ნუ გაგაიკვირდებათ, მათი, ვინც მარცხენა ხელით წერს.