22:08
3 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ უნდა დავამატოთ რეცხვის დროს ძმარი? - მნიშვნელოვანი, როგორც სარეცხი ფხვნილი და ლაქების ამომყვანი
27-11-2019

რატომ უნდა დავამატოთ რეცხვის დროს ძმარი

9 პროცენტიანი ძმარის გამოყენება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სარეცხი ფხვნილი და ლაქების ამომყვანი.

რეცხვის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეცხვის დროს დაამატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი.

ძმართან ერთად სარეცხი საშუალება ბევრად ეფექტურად იმუშავებს ძმარი კი ქსოვილს ხასხასა ფერს შეუნარჩუნებს.

 ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქსოვილის დამარბილებელი,

დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი დამარბილებლის განყოფილებაში და არანაკლებ შედეგს მიიღებთ.

თუ ტანსაცმელი მუდმივად გეკრობთ ტანზე რეცხვის დროს გამოიყენეთ ნახევარი 

ჭიქა ძმარი და პრობლემა ეფექტურად და მარტივად მოგვარდება.

 ძმარი ასევე ეფექტურად მოაშორებს თქვენს სამოსს ფხვნილის ნადებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანის გაღიზიანებას იწვევს.

 ძმარი დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან ცხოველის ბეწვის მოშორებაში

ძმარი ქსოვილს არა მარტოი განმუხტავს, არამედ ძალიან ადვილად აშორებს ცხოველის, კატის ან ძაღლის ბეწვს.

გახსოცდეთ,გავლების დროს დამატებული ნახევარი ჭიქა ძმარი თეთრ ქსოვილს სითეთრეს უნარჩუნებს.
თუ ტანსაცმელეზე ყავა, მურაბა, ღვინო გადაგესხათ ან შოკოლადით დაისვარეთ დაამუშავეთ ლაქა ძმრით, გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ გარეცხეთ.

 

თუ სხვადასხვა ფერის ქსოვილს ერთად რეცხვათ და არ ხართ დარწმუნებული, რომ ფერი არ გადავა რეცხვის წინ ქსოვილი 10-15 წუთით ძმარში ჩაალბეთ და საშიშროება გამოირიცხება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები