22:35
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ უნდა შევაყვაროთ პატარას წიწიბურა? - ის დიეტური და თან ვიტამინების საუკეთესო წყაროა
09-01-2019

წიწიბურა შეიცავს ცილების უნიკალურ შემდგენლობას, რასაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ შორის წიწიბურას შემადგენლობაშია არგინინი და ლიზინი, რაც შეუცველელ ამინომჟავებს განეკუთვნება. აღსანიშნავია,რომ წიწიბურას მოსაყვანად პესტიციდების და სასქუების გამოყენება უხშირესად საჭირო არ არის. არ არსებობს გენური ინჟინერიით მიღებული წიწიბურაც.

მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდების ცვლას. ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.

წიწიბურა უხვად შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების პერსიტალტიკის გაძლიერებას, მეგობარი ბაქტერიების გაძლიერებას და ყაბზობის პროფილქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რომელთა დიდი ნაწილი ძნელად შესათვისებელია, ამიტომ პატარა ბუთხუზებისათვის ის დიეტური საკვებია.
წიწიბურა იოდის, თუთიის, მოლიბდენის, სპილენძის, რკინის, ასევე B1, B2, PP, E ვიტამინების საუკეთესო წყაროა.
ფოლიუმის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს სისხლწარმომქნელ პროცესებს, წიწიბურაში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ბურღულეულში, ამიტომ ის ანემიის დროს საუკეთესო საკვებია.
შეიცავს ფოსფორს და კალციუმს, რაც აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათის.
ჰიპოალერგიული ბურღულია.
არ შეიცავს გლუტენს. ადვილი მოსანელებელია და ამიტომ ვირჩევთ პირველ ბურღულად ჩვილების კვებისათის.

როცა წიწიბურას არჩევთ, უპირატესობა ყოველთვის უფრო ღია ფერის ბურღულს მიანიჭეთ - ის უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
შეგახსენებთ, ჯანმრთელი კვების თანამედროვე პრინციპების მიხედვით, რასაც „ჩემი თეფში“ ჰქვია, ბურღულეული დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეიცავდეს.
წიწიბურა პატარას შეგიძლიათ ბოსტნეულთან ან ხილთან ერთად შესთავაზოთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები