საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ზურაბ მაისურაძის გადაცემაზე ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს უარი უთხრა. მაისურაძე ვილნიუსში ერთი თვის წინ დააკავეს. ლიტვაში მიაჩნიათ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ფონი გააჩნია. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. საქართველოს მოქალაქე ზურაბ მაისურაძე 2 დეკემბერს, ვილნიუსის აეროპორტში ინტერპოლის ორდერის საფუძველზე აიყვანეს, რომელიც იქ კიევიდან ჩაფრინდა. ორდერი რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით გაიცა.