პრემიერ-მინისტრი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგაოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი.
გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, რაც ამორალურია. მისი თქმით, თუ გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, რომ გამოძიებაში ჩართულმა რომელიმე პირმა შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, საკითხზე ცალკე გამოძიება დაიწყება.