ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
ვაშაძე დაინტერესდა, ის ეპითეტები, სიძულვილის ენა, რომლითაც, მისივე შეფასებით, მინისტრი კანონმდებლების წინაშე წარსდგა, არის თუ არა კულტურის ახალი სტანდარტი.