დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ არ სჯერა იმის, რა ბრალსაც უყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადოკატმა ლევან ვეფხვაძემ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განაცხადა. ლევან ვეფხვაძის თქმით, დეკანოზი შესაბამის კურთხევას ელოდება, რომ გარკვეულ საკითხებზე ისაუბროს. მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.