23:36
19 იანვარი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რჩევები დიზაინერებისგან, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ, რომ ფარდებით ყველაზე ლამაზი ინტერიერი გაფუჭდე
11-12-2019

გამოუცდელ დიასახლისებს ინტერიერს შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი უფუჭებდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ფარდებიც კი თუ ის არასწორად არის შერჩეული.

დიზაინერები გვირჩევენ დავიცვათ ზღვარი და ვიყოთ ჰარმონიულები, როდესაც საქმე ფარდების შერჩევას ეხება.

გახსოვდეთ გემოვნებით შერჩეული ფანჯრის დეკორი დიზაინის უმთავრესი ელემენტია. ფარდების მეშვეობით არა მარტო მზისგან თავის დაცვა არის შესაძლებელი, არამედ ინტერიერის დახვეწა და გალამაზება.

ფანჯრის დეკორისთვის ძალიან ბრჭყვიალა და ბზრიალა მატერიის შერჩევას არ გირჩევთ, რათა თავიდან აირიდოთ ინტერიერის ვიზუალური გადატვირთვა.

თუმცა იმ შემთხვევაში თუ ინტერიერი მონოქრომულ სტილშია და საჭიროებს მკვეთრ აქცენტს შესაძლებელია ეს აქცენტი სწორედ პრიალა ფარდაზე გააკეთოთ.

გახსოვდეთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნივთზე, ან მზისგან დამცავ სქელ ფარდაზე, ან წულზე, ან კარნიზზე - ყველაფერი ერთად გამორიცხეთ.

დიასხლისების მიერ სახლის გაფორმების დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე საუბრისას პირველ რიგში აღსანიშნავია დეტალების, აქსესუარების  სიჭარბე. ტექსტილის სალონებიდან მანდლოსნები, როგორც წესი, უამრავი არასაჭირო აქსესუარით დატვირთულები გამოდიან, ეს აქსესუარები სულაც არ არის საჭირო, სისადავეს არაფერო ჯობს.

მზის დამცავი ფარდა ყოველთვის თხელ ფარდაზე სქელი და მძიმე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურ დისჰარმონიასთან გექნებათ საქმე.

სახლის გაფორმების დროს მატერიებს შორის ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვნია.

ფანჯრების დეკორის შერჩევის დროს ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერს.

ის აუცილებლად ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ინტერიერს.

ტექსტილის შერჩევის დროს საყურადღებოა ფარდის სიგრძეც. აუცილებლად კარგად დაფიქრდით, რომელი ოთახისთვის არის განკუთვნილი ესა თუ ის ფარდა.

მაგალითად საბავშვო ოთახსა და სამზარეულოს გრძელი ფარდა არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება,  საძინებელს კი გრძელი ფარდები უხდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები