საუკეთესო ხარისხის ტაფა სქელძირიანი და მძიმე უნდა იყოს. ასეთ ტაფაში საკვები ყველაზე კარგად იწვება. მიუხედავად ჭურჭლის ბაზარზე არსებული ფართო არჩევანისა, თუჯის ტაფა ჯერჯერობით შეუცვლელია.თუჯის ტაფას მრავალი დიასახლისი ირჩევს. იგი პრაქტიკული და უსაფრთხოა. თუჯის ტაფა გამძლე მასალისგანაა დამზადებული და დიდხანს მოგემსახურებათ. საკვებს არ იკრავს, პროდუქტი თანაბრად იწვება. თუჯის ტაფა იდეალურია სოკოს, ბლინების, კარტოფილის შესაწვავად. თუჯი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და მომზადების შემდეგ კერძი თავისავე წვენში ითუშება. თუჯის ტაფისა და ქვაბისთვის აუცილებელი არაა სპეციალური კოვზის შეძენა. ის არ კარგავს ფორმას. თუჯის ჭურჭლის ძირითადი უარყოფითი თვისება მძიმე წონაა. თუჯის ტაფის შეძენისას აუცილებლად შეამოწმეთ ფორმის ძირი. ის სწორი უნდა იყოს ნაკაწრებისა და დეფორმაციის გარეშე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უმნიშვნელო დეფექტმაც კი შეიძლება პროდუქტი მიიკრას. თიჯის ტაფაუმჯობესია, ცხელ წყალში, აბრაზიის წარმომქმნელი საშუალებების გამოყენების გარეშე გარეცხოთ. გამოგადგებათ ჩვეულებრივი საპნიანი წყალი. ნუ მოათავსებთ თუჯის ტაფას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ყიდვისთანავე, თუჯის ტაფას/ ქვაბს/გამოსაცხობი ფორმას წაუსვით ცხიმის ფენა, თუნდაც ზეთი, მოათავსეთ ცხელ აირღუმელში და 1 საათი გააჩერეთ. ასე უფრო მეტად გაუხანგრძლივებთ მოხმარების ვადას.