რძის, კვერცხისა და ხორცის წარმოებას მესამე კვარტალში კლების დინამიკა ჰქონდა. "საქსტატის" მონაცემებით, ივლის-სექტემბერში, ქვეყანაში ხორცის წარმოება 17,8%-ით შემცირდა და 12 ათასი ტონა შეადგინა, შარშან ამავე პერიდში ეს მაჩვენებელი 14 ათას 600 ტონა იყო. ამავე პერიოდში 19 მილიონ 600 ათასი ლიტრით, 142 მილიონ ლიტრამდე შემცირდა რძის წარმოება. ხოლო კვერცხის წარმოებამ 135 მილიონ 300 ათასი ცალი შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.