უნგრეთის ხელისუფლება Coca-Cola-ს პროდუქციის ბოიკოტირების წინადადებით გამოდის. ამის მიზეზი კი კომპანიის სარეკლამო ბილბორდებზე სექსუალური უმცირესობების გამოჩენა გახდა. აღნიშნული რეკლამების გამოჩენის შემდეგ, პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს უნგრელ ხალხს, ბოიკოტი გამოუცხადონ Coca-Cola-ს. მათი აზრით, ამ გზით კომპანია ახდენს ჰომოსექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას. ამის პარალელურად სოციალურ ქსელებში გაჩნდა პეტიცია რეკლამების მოხსნის მოთხოვნით.
თუმცა, როგორც „როიტერსი“ წერს, ამ კონტრ-ზომების ეფექტურობა ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას უმცირესობასთან ლოიალური დამოკიდებულება აქვს.