ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრანგული საავტომობილო კომპანია Renault-ი იძულებულია, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ქარხნებში ავტომობილების წარმოება მნიშვნელოვნად შეამციროს.მსოფლიო ბაზარზე ახალი ავტომობილების გაყიდვების შემცირებამ, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა Renault-ის 12 ფრანგულ საწარმოს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ მიმდინარე წლის 9 თვეში 700 მილიონი ევროს შემოსავალი ვერ მიიღო, რამაც Renault-ის ხელმძღვანელობა აიძულა, რომ წარმოების მიმართულებით საკუთარი გეგმებისთვის გადაეხედა.Le Parisien-ის ცნობით, Renault-ის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება საფრანგეთის ხელისუფლებაც, ვინაიდან ამ დარგში დღეისთვის 400 ათასი ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული და მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს საფრანგეთზე. ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ გლობალური გაყიდვების შემცირება ფრანგულ კომპანიებზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა, აცხადებენ, რომ ქარხნების სრულად დახურვამდე საქმე არ მივა და ამას არ დაუშვებენ.