თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 9 პაციენტი რჩება, რომელთაგან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 30 პაციენტია განთავსებული ე.წ. ცხელების ცენტრში, მათი მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია და 10 პაციენტს ტესტირება უტარდება.
რაც შეეხება კოვიდინფექციით გარდაცვლილ ბოლო პაციენტს გოფოძის თქმით მას მძიმე თანდაყოლილი გართულებები ჰქონდა, მათ შორის გულის მძიმე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ინსულტი. გოფოძის თქმით გარდაცვლილ პაციენტს რე-ტესტირების შედეგად PCR ტესტზე კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა, მისი მდგომარეობის მთელი სიმძიმე მაინც კოვიდინფექციამ განავითარა და ამიტომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდგარდაცვალებულების რიგს მიეკუთვნება.