რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში 48 პაციენტი რჩება, მათგან 5 პაციენტი წითელი ზონიდანაა გადმოყვანილი და მათი ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
რესპუბლიკური საავადმოყფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროის მანძილზე კლინიკამ 250 პაციენტი მიიღეო და გაწერა. მისივე ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 25 სტუდენტი ჩაერთო და ისინი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში მყოფ ადამიანებს დაეხმარებიან.
ტაბიძე საზოგადოებას მიმართავს და ურჩევს რომ კოვიდი 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენებისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს.