13:30
8 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 7 სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
26-03-2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 7 სამხედრო მოსამსახურე წევს და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა ჯარისკაცი მარნეულის საკარანტინო ზონაში არ იმყოფებოდა. მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყანაში განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანებს შეჰყავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები