Pfizer / BioNTech-ის ვაქცინაზე ჩატარებულმა პირველმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 94%-ით ეფექტურია.
Reuters-ის ინფორმაციით, „კლალიტის სამეცნიერო ინსტიტუტის“ კვლევა ისრაელში ჩატარდა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
1.2 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ის სიმპტომური დაავადების შემთხვევებს 57%-ით, ორივე დოზის მიღების შემდეგ კი - 94%-ით ამცირებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ წინააღმდეგაც, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებს ის „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“ წინააღმდეგ.