სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს შესაძლოა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება შეუნარჩუნდეს. აღნიშნულს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს. კანონპროექტი, რომლის ავტორიც დეპუტატი კობა კობალაძეა, პარლამენტში უკვე წარდგენილია.
ამასთან, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, ცვლილებების შედეგად, სამხედრო რეზერვში ჩარიცხულ პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების თაობაზე წარმოშობილი უფლება არ შეუწყდება.