1975 წლის ნოემბერში ჩიკაგოს კინოფესტივალზე მილოშ ფორმანის დრამის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" პრემიერა შედგა. რეჟისორმა 1960-იანი წლების საკულტო მწერლის კენ კიზის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანული ვერსია შექმნა, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით მოუთხრო მაყურებელს ფსიქიატრიული კლინიკის ბინადრების ისტორია.
კომერციულ წარმატებასთან ერთად ფილმმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა, რომელთაც პირველ რიგში რეჟისორის არაჩვეულებრივი ნამუშევარი და მსახიობების ბრწყინვალე თამაში აღნიშნეს, ფილმს კი, ამერიკული კინოს „ახალი ტალღის“ უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდეს.