ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს. ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, მეუღლე და შვილები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში, სამძიმრის გამოსახატად იმყოფებოდნენ.რეზოლუციის მიღებით არც არჩილ ტატუნაშვილს და არც გიგას ეშველება რამე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში სხვის შვილებს დაიცავს, - ამბობს ოთხოზორიას დედა. შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია რუსმა მესაზღვრემ სოფელ ხურჩასთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა.რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე პასუხისმგებაში მიცემული არ არის.