მომღერალი და მსახიობი რიანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი გახდა. გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, რიანას ქონება მოცემული მომენტისთვის 600 მილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ის უფრო მდიდარია, ვიდრე მადონა, სელინ დიონი და ბიონსეც კი.
რიანას ლეიბლის Roc Nation-ის თანახმად, მომღერალმა 60 მილიონი ალბომი და 215 მილიონი ციფრული ტრეკი გაყიდა, რის გამოც ის ყველა დროის მეორე ყველაზე კარგად გაყიდვადი ციფრული არტისტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რიანამ თავისი ქონება მხოლოდ მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობით არ დააგროვა.
დღეს მისი ქონების დიდ ნაწილს პარტნიორობებიდან და კამპანიებიდან შესული თანხა წარმოადგენს, როგორიც მაგალითად მილიონი დოლარის ღირებულების პარტნიორობაა „პუმასთან“. როგორც ცნობილია, „პუმამ“ რიანა კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე მიიწვია და შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაყიდვების 16%-იანი ზრდა მიიღო.