12:22
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
რიანას მშობლიურმა ბარბადოსმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
02-12-2021

თითქმის 400 წლის შემდეგ ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა და რესპუბლიკა გახდა. ახალი რესპუბლიკის შექმნა დედაქალაქ ბრიჯშთაუნში 30 ნოემბრის დადგომასთან ერთად აღნიშნეს — ზუსტად ღამის 12 საათზე ის დროშა, რომელიც ბრიტანეთის დედოფალს წარმოადგენდა, დაუშვეს და ეროვნული კულტურული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კაროლ რობერტს-რეიფერმა ბარბადოსის ახალი კონსტიტუციური სტატუსი გამოაცხადა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მომღერალი რიანა აღმოჩნდა, რომელსაც მშობლიურმა ბარბადოსმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. აღნიშნული წოდება რიანას გარდა კიდევ 10 ბარბადოსელს აქვს მინიჭებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები