ლატვიის დედაქალაქ რიგაში 500 ამერიკელი ჯარისკაცი და ათობით სამხედრო მანქანა ჩავიდა. ისინი პოტენციური რუსული აგრესიის შესაჩერებლად ლიეტუვაში გაემგზავრებიან და იქ განლაგდებიან. სამხედროების რეგიონში განთავსება იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ი არ აპირებს ბალტიისპირელი მოკავშირეების მარტო დატოვებას არსებული საფრთხეების პირობებში. ამ ნაბიჯს მოსკოვში ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებენ და აცხადებენ რომ რუსეთი არ გეგმავს ბალტიისპირეთის ან პოლონეთში შეჭრას.
შეგახსენებთ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში როტაციის პრინციპით იმყოფებიან.