კონდიციონერების ჩართვის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგანაც არ ცხელა- ამის შესახებ შპს "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურში განაცხადეს. მათი განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში კონდიციონერი მას შემდეგ ჩაირთვება, რაც ტემპერატურა 27-28 გრადუსს მიაღწევს. მგზავრთა ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კონდიციონერს ჯერჯერობით არ რთავენ. რაც შეეხება თბილისში ამ დროისთვის არსებულ ტემპერატურას, სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 30-31 გრადუსი იქნება.