რისი არცოდნაც აკრძალულია - მუქი სათვალის მოყვარულებმა ეს უნდა იცოდეთ - Palitra News

რისი არცოდნაც აკრძალულია - მუქი სათვალის მოყვარულებმა ეს უნდა იცოდეთ

2017-06-25 11:03:58+04:00

თვალისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ მუქი ფერის, უხარისხო სათვალე წარმოადგენს, რადგან მუქი ფერის სათვალით მზის მიმართულებით მარტივად ვიცქირებით და თუკი ამ დროს სათვალეს არ გააჩნია ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფუნქცია, ის შეიძლება ჩვენი დაბრმავების მიზეზიც აღმოჩნდეს. ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში, თუ არჩევანს მაინც უხარისხო სათვალეზე გააკეთებთ, უმჯობესია ის შედარებით ღია ფერის იყოს, რადგან ასე თქვენ ვერ შეძლებთ მზისთვის თვალის გასწორებას და ნაკლებ საფრთზეს შეუქმნით თვალებს. გარდა ამისა ძალიან მუქი სათვალე შესაძლებელია აფერხებდეს მხედველობას.