თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა მიკროტალღური ღუმლის გარეშე შეუძლებელია. მას ძირითადად სადილის გასაცხელებლად იყენებენ. თუმცა, არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის გაცხელებაც მასში კატეგორიულად არ შეიძლება. მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება მეტალის ჭურჭლით რაიმეს გაცხელება. მისთვის საუკეთესო ჭურჭელია ცეცხლგამძლე მინა. ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი აქვს დართული. საკვების გასაცხელებლად გამოგადგებათ ფაიფურის ან კერამიკული ჭურჭელი, რომელიც მთლიანად მომინანქრებულია.მიკროტალღებმა თხელი ჭურჭელი შეიძლება დაადნოს. აგრეთვე მოერიდეთ საკვების გაცხელებას მოხატულ ჭურჭელში. დაზიანდება თავად ნახატი, საკვებიც გაფუჭდება და ელექტრო ნივთიც დაზიანდება.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რძის პროდუქტების გაცხელება. მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად არ შედგათ ჰერმეტულად შეფუთული ან პლასტიკატის თავდახურულ ტარაში მოთავსებული პროდუქტი. გაცხელებამდე ისინი აუცილებლად უნდა გახსნათ. აგრეთვე არ გამოგადგებათ ცელოფნის საკვები სახვევი და კილიტა ეგრეთ წოდებული „ფოლგა”. მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული ქათამი და სოკო დაკარგავს სასარგებლო თვისებებს .თაფლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება შეიძლება, მაგრამ ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს. თაფლი უმჯობესია წყლის აბაზანაზე გაადნოთ. მიკროტალღურ ღუმელში არ მოათავსოთ კვერცხი, შედედებული რძე რკინის ქილით. ორივე შემთხვევაში მოხდება აფეთქება, რომელიც დააზიანებს სამზარეულო ხელსაწყოს და საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.