რკინიგზელთა ნაწილი ხელფასების 50 პროცენტით მატებას ითხოვს. ამის შესახებ რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრებიან. "საქართველოს რკინიგზის"მენეჯმენტი კი საპასუხო განცახდებას ავრცელებს, სადაც ნათვქამია, რომ გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებითვის ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს.
"პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბში“ ამბობენ, რომ მენეჯმენტის ამ პასუხის მიუხედავად, მოთხოვნებზე უარის თქმას არ პირებენ და გაფიცვის დაწყების ზუსტი თარიღი 10 აგვისტოს გახდება ცნობილი. "პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელის დათო გოჩავას თქმით" საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტს აუცილებლად მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ არ შეიძლება მემანქანის ან ხელოსნის ხელფასი, რომელთა მხრებზეც დგას საქართველოს რკინიგზის უსაფრთხოებაა, 500 და თუნდაც 1000 ლარი იყოს.