იშვიათია ისეთი მმართველი, რომლის დროსაც საზოგადოება თანაბრად, როგორც დადებითაც ასევე უარყოფითად აფასებს, და კიდევ უფრო იშვიათია ასეთი ლიდერი ქალი. რკინის ლედიდ წოდებული, მარგარეტ ტეტჩერი მიუხედავად იმისა, რომ თავისი მმართველობის დროს არც თუ ისე პოზიტიურ პერსონად მიიჩნეოდა, მისმა მიზანსწრაფულობამ იგი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელად აქცია, რომლის გადაწყვეტილებებზეც დღეს უკვე ცოტა განსხვავებულად, თუმცა მაინც საუბრობენ.