მეთ რივზმა რობერტ პატინსონის მიერ განსახიერებული ბეტმენის შთაგონების წყაროს შესახებ ისაუბრა.
"როცა ბეტმენის პირველ მოქმედებას ვწერდი, ნირვანას Something In The Way-ს ვუსმენდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ უარი მეთქვა ბეტმენის ტრადიციულად ასახვაზე და რაღაც უფრო მძაფრი მომეფიქრებინა. ასეთი ვერსიის მიხედვით, ბეტმენს დიდი ტრაგედია უნდა გადაეტანა და ბოლოს მარტოსული გამხდარიყო. ასე დავიწყე კავშირის ძიება გას ვან სენტის უკანასკნელ დღეებსა და კურტ კობეინით შთაგონებულ ბეტმენის ვერსიას შორის", — ამბობს რეჟისორი.
ბეტმენი აღარ არის სუპერგმირი ტრადიციული გაგებით და ახლა მისი მთავარი სუპერძალა გამძლეობის უნარია. ახალი ფილმის ისტორია არ ეხება იმას, თუ როგორ გახდა ბრიუსი ბეტმენი, არამედ ბეტმენად ყოფნის პირველ დღეებზე მოგვითხრობს, როცა პერსონაჟი საშუალებას ხედავს ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც აქამდე არავის შეეძლო", — ამბობს რეჟისორი.
ბეტმენის ახალი ფილმი კინოთეატრებში 2022 წლის 4 მარტს გამოვა.