"ნურასდროს დაბრუნდები" - ბრიტანელი მწერლის, ლი ჩაილდის დეტექტიური ჟანრის თრილერი. მთავარი გმირი სახიფათო ისტორიებით სავსე ჯეკ რიჩერია. "ნურასდროს დაბრუნდები" - არის წიგნი, რომელსაც ლი ჩაილდის მიერ დაწერილ წიგნებს შორის ყველაზე მეტი დადებითი გამოხმაურება ერგო. წიგნის მთავარი გმირი "სახიფათო თავგადასავლებით" დაღლილი ჯეკ რიჩერი გადაწყვეტს, დაუბრუნდეს სამსახურს სამხედრო პოლიციის 110-ე ქვედანაყოფში, რომელსაც ერთ დროს თავად მეთაურობდა. მაგრამ ტყუილად აქვს იმედი, რომ ნანატრ სიმშვიდეს პოვებს - მას ბრალად სდებენ 16 წლის წინ მომხდარ მკვლელობას, რომლის შესახებაც არასოდეს სმენია. გარემოებათა უცნაური, საბედისწერო დამთხვევის წყალობით რიჩერის სიცოცხლე საფრთხეშია.