პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სამწუხაროს უწოდებს, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს. ჩუგოშვილმა პროკურატურის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწწყვეტას ეხება და აღნიშნა, რომ საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ისაუბრებს, რადგან გამოძიების დეტალები არ იცის. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ პროცესები ისე უნდა წარმართოს, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული.