მოვუწოდებ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში, მხარი დაუჭირონ პროექტს და შეასრულონ პირობა, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ 8 მარტის დიალოგის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი კენჭისყრის დროს საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა და ეს პარტია აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში.