საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. შესაბამისად, კალაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული.„ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა“, - აღნიშნა კალაძემ.