მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ერთი შეხედვით უვნებელმა ნივთებმა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (MRI) შესაძლოა უეფექტო და სახიფათოც კი გახადოს. ადამიანის სხეულში ბევრი ლითონია: წკირები, იმპლანტანტები, სტიმულატორების ელექტროდები, მუდმივი მაკიაჟის ნაწილაკები და სხვა. MRI (ემ-ერ-აი)მაგნიტების დახმარებით იღებს რბილი ქსოვილების, ორგანოებისა და სახსრების დეტალურ გამოსახულებას.სხეულში ლითონის არსებობამ კი შესაძლოა ხელი შეუშალოს MRI-ს მუშაობას. რაც უფრო ძლიერია MRI-ს მაგნიტი, მით უფრო სახიფათოა სხეულში ლითონის ნაწილაკების არსებობა. კარდიოსტიმულატორები, იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ნეიროგადამცემები ელექტროდებით, ყურის იმპლანტანტები, ხელოვნური სახსრები და თვალები, იმპლანტირებული კონტრაცეპტივები, ქირურგიული კავები და ჭანჭიკები, ინსულინის ტუმბო - ყოველივე ეს ზრდის პრობლემების წარმოშობის რისკს. ნიკოტინის პლასტირი და კანიდან მედიკამენტების შემყვანი პლასტირიც კი შეიძლება შეიცავდეს ლითონს.
გარდა ამისა, მეტალის ნაწილაკები შედის დეკორატიული კოსმეტიკისა და თმის ლაქის შემადგენლობაშიც. სახიფათოა კბილების პროთეზიც. მეტალის ნაწილაკებმა რომც არ დააზარალოს ადამიანი, მკვეთრი გამოსახულების მიღებას ნამდვილად შეუშლის ხელს. საშიშია MRI-ს ოთახში ლითონის ობიექტების არსებობაც, რადგან MRI-ს მაგნიტები მათ პაციენტისკენ იზიდავს. აღრიცხულია შემთხვევა, როდესაც ადამიანი დაბრმავდა თვალში ლითონის ნაწილაკების მოხვედრის გამო - ამ ნაწილაკების გადანაცვლების შედეგად მხედველობის ნერვი დაუზიანდა.