სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგების პერიოდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრა. როგორც ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საგაზაფხულო არდადეგები ყველაზე კარგად აისახება.