ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულებს - რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა სწორედ 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლო ვალდებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები გაათავისუფლოს.