თოვა საქართველოს უმეტეს რაიონში, 18 თებერვლამდე შენარჩუნდება. ნალექია დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.პარასკევს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, აღმოსავლეთში - ზოგგან. თბილისში მცირე თოვლი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ ქარბუქია მოსალოდნელი. 18 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა შენარჩუნდება.