"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებს შენობაში უახლოეს მომავალში შეუშვებენ. ადმინისტრაციამ სპეციალური სიები უკვე შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ უბნებზე დაკვამლიანება ჯერ კიდევ შეინიშნება, სპეციალური სამსახურების დასკვნით, საცავებში შესვლა უსაფრთხოა.